Logo

DCFTA-ს მოთხოვნები სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ

DCFTA-ს მოთხოვნები სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ

სურსათის უვნებლობა

ევროკავშირის ბაზარზე  შესატანად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია  სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები) სურსათი. გადამუშავებული და მაღალი რისკის სურსათის გასატანად საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:

აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ქვეყნის  DCFTA-თი გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან.

DCFTA-ს ძალაში შესვლიდან 6 თვეში საქართველომ ევროკავშირს წარუდგინა ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების პროგრამა, რომელიც პრიორიტეტულ სფეროებადაა დაყოფილი. ამ სფეროებიდან ევროკავშირში ექსპორტირების მიზნით, ცალკეული სექტორის, ქვესექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისათვის შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალური ღონისძიების ან ღონისძიებების ჯგუფის ეკვივალენტობის დადგენის პროცედურა. ეკვივალენტობის პროცედურა შესაძლებლობას აძლევს მთავრობას, არ დაელოდოს საკანონმდებლო პროცესის დასრულებას და პრიორიტეტული სექტორისათვის ეკვივალენტობის დადგენა მოითხოვოს.

მაგალითად, თევზის  ევროკავშირში გატანის შემთხვევაში:

 

ქვემოთ მოცემულია ძირითადი საფეხურები რისკის მეტად შემცველი სურსათის ევროკავშირში ექსპორტირებისათვის:

 

აღსანიშნავია, რომ საწარმოებს შეუძლიათ ინდივიდუალურად მოიპოვონ (და არ დაელოდონ მთლიანი სექტორის ეკვივალენტობის აღიარებას) ევროკავშირში მაღალის რისკის სურსათის ექსპორტის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ:

 

მნიშვნელოვანია, რომ ეკვივალენტობის აღიარება, გარდა იმისა, რომ მეწარმეს  მისცემს გარკვეული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საშუალებას, ასევე გაამარტივებს საზღვარზე ფიზიკურ შემოწმებასა და პროდუქტის გაყიდვამდე განსაზღვრულ პროცედურებს.

 

 

წყარო

თარიღი

04.07.2018