მისია
საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ ისწრაფვის ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ევროკავავშირის მოთხოვნების შესაბამისად ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით.
„მენეჯმენტის სისტემების" შესახებ
2005 წლიდან ბაზარზე წარმატებით მუშაობს საერთაშორისო და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოების (TUV SUD და ა.შ ) ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტ კომპანიას მისცეს საშუალება ISO სტანდარტების დანერგვით მიუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.
“მენეჯმენტის სისტემები” ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით, რამდენიმე ასეულ კომპანიაში ეწევა საკონსულტაციო სამუშაოებს, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით.
დაარსების დღიდან კომპანია „მენეჯმენტის სისტემებმა“ განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი და შეიძინა უამრავი პარტნიორი. მისი კონსულტაციების შედეგად200–ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას TÜV SÜD Management Service GmbH–ს მიერ მიენიჭა სერტიფიკატები სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.
„მენეჯმენტის სისტემების“ გამოცდილი პერსონალი კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს წარმოების სხვადასხვა სექტორში დაკავებულ კომპანიებს, მათ შორის მძიმე მრეწველობის, მშენებლობის, სურსათის წარმოების, მომსახურების და სხვა. „მენეჯმენტის სისტემების“ მომსახურება მოიცავს სხვადასხვა სტანდარტებისა და სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, პერსონალის გადამზადებას, შიდა აუდიტების ჩატარებას და სხვა. შპს „მენეჯმენტის სისტემები“ წარმოადგენს გერმანული სასერტიფიკაციო ორგანოს TÜV SÜD Management Service GmbH–ს ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.
ხარისხის პოლიტიკა
ჩვენი ხარისხის პოლიტიკა მიზნად ისახავს მომხმარებლის მოთხოვნების საფუძვლიან გამოკვლევას, მათი პრობლემების სიღრმისეულ წვდომას და გაუმჯობესების გზების შეთავაზებას, ჩვენი მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას. ჩვენს კომპანიას გააჩნია ინდივიდუალური მიდგომა ყველა კლიენტისადმი და ამასთანავე, ვიცავთ კონფიდენციალურობის პრინციპსაც. შპს ”მენეჯმენტის სისტემები” მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა მათ შეძლონ დამკვეთისთვის კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა.
სამუშაოების შესრულების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა:
• შევქმნათ და დავნერგოთ ხარისხის მართვის მოქნილი სისტემა;
•ავამაღლოთ თანამშრომლების კვალიფიკაცია შრომის ნაყოფიერების გაზრდის და კომპანიაში მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით;
•შევძლოთ მათი უკეთ ინფორმირება ხარისხის მართვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხებში;
•დავუსახოთ მათ გაუმჯობესების გზები.
ყველა უფლება დაცულია