Logo

სს პლანტას სასათბურე მეურნეობა GLOBAL G.A.P და ISO 9001:2015 სტანდარტებს ნერგავს

სს პლანტას სასათბურე მეურნეობა GLOBAL G.A.P  და ISO 9001:2015 სტანდარტებს ნერგავს

სს „პლანტას სასათბურე მეურნებობა“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთერთი წარმატებული პროექტია. 2014 წლის 19 სექტემბრიდან იგი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში 35 ჰა მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის განვითარებას ემსახურება, სადაც იწარმოება ბოსტნეული კულტურები. პროექტი სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ფრანგულ კომპანია "Richel Group"-თან ერთად ხორცილდება.

პლანტას სასათბურე მეურნებობა ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება. ამ მიზნის მისაღწევად სათბურების კორპორაცია „მენეჯმენტის სისტემების“ საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობით ამ ეტაპზე GLOBAL G.A.P-ისა და ISO 9001:2015 სტანდარტებს ნერგავს და სერტიფიციტებისთვის ემზადება.

GLOBAL G.A.P არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლოსამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.

Global G.A.P და ISO სტანდარტი მომავალში დაგვეხმარება ჩვენი პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანაში. მენეჯმენტის სისტემების კონსულტანტების რჩევით დავიწყეთ ამ სტანდარტებზე მუშაობა, ვინაიდან მათ დაგვანახეს ყველა ის სიკეთე და ბენეფიტი, რომელიც შეიძლება მივიღოთ ამ სტანდარტების დანერგვით, - პლანტას სასათბურე მეურნეობის გენერალური დირექტორი შოთა ჯაფარიძე.

სს "პლანტას სასათბურე მეურნეობა" მიმდინარე წლის ბოლოსთვის ელოდება სერტიფიცირების პროცესის დასრულებას.

თარიღი

09.03.2018