Logo

ხორცისა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებისთვის „ჰასპის“ სტანდარტებზე გადასვლა სავალდებულოა

ხორცისა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებისთვის „ჰასპის“ სტანდარტებზე გადასვლა სავალდებულოა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ანა გემაზაშვილის განცხადებით, ხორცისა და ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოები ახალი, „ჰასპის“ სტანდარტებით მუშაობენ, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა და სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. ანა გემაზაშვილის განცხადებით, ამ სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში უკვე დაწყებულია და დაახლოებით ნახევარი წელია საჭირო, რომ ყველა მეწარმემ აამუშავოს პროგრამა.

ანა გემაზაშვილის განმარტებით, ახალი სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. ანა გემაზაშვილის განცხადებით, ამ სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში უკვე დაწყებულია და დაახლოებით ნახევარი წელია საჭირო, რომ ყველა მეწარმემ აამუშავოს პროგრამა.

,,ცხოველთა სასაკლაოები და ნედლ რძეზე მომუშავე საწარმოები, ვალდებულები არიან, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ საფრთხის ანალიზი. თავად მეწარმის მიერ უნდა დაინერგოს თვითკონტროლის სისტემა და მოხდეს საფრთხის იდენტიფიცირება, თუ რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას სურსათის წარმოების პროცესში. ამ საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ კი მეწარმემ უნდა განსაზრღვოს მისი კრიტიკული წერტილები და ამ საკონტროლო წერტილებზე დანერგოს როგორც მინიმალური ასევე მაქსიმალური ზღვრები. ამასთან, დააწესოს მუდმივი მეთვალყურეობა და მონიტორინგი, რომ არ მოხდეს გარკვეული გადაცდენა იმ ზღვრებიდან, რომელიც საბოლოოდ აისახებიან სურსათის უვნებლობაზე. მეწარმემ ასევე უნდა აწარმოოს აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით სრული ჩანაწერები, ანუ ის, რასაც განახორციელებს პრაქტიკაში, უნდა იყოს გამაგრებული ჩანაწერებით“,-განაცხადა გემაზაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სააგენტო ბიზნეს ოპერატორებს კონსულტაციებს გაუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს ოპერატორები აღნიშნულ სტანდარტს არ დანერგავენ, მათთვის სანქციების იქნება გათვალისწნებული, მათ შორის ფულადი ჯარიმებიც, რომლებიც 400 ლარიდან დაიწყება.

წყარო

თარიღი

06.07.2018