Logo

სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის პრეზენტაცია

სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის პრეზენტაცია

19 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრამ უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია“. შეხვედრის მიზანი იყო დეპუტატებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობის სტრატეგიის გაცნობა, მათი უკეთ ინფორმირება სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შემდეგი კომიტეტებიდან:

–    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
–    აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
–    ევროპასთან ინტეგრაციის კოტეტი;
–    იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
–    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
–    საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი; 

შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველები საგარეო ურთიერთობათა  და ეკონომიკურ საკითხებში, ასევე პრემიერ მინისტრის აპარატის თანამშრომლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ქალბატონმა თამარ კოვზირიძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში დეპუტატებს გააცნო სურსათის უვნებლობის ყოვლიმომცველი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული სტრატეგია შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და გათვლილი არის 5 წელზე. სტრატეგია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის აღწერას, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაკლოვანებების ანალიზსა და სამომავლო საჭიროებების გამოვლენას, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლობის საკითხს.

გამოდინარე იქედან, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დიდია (იგი 300 საკანონმდებლო აქტზე მეტს მოცავს), რთული არის მათი ქართულ რეალობაზე მორგება და სისტემატიურად მიმდინარეობს ცვლილებები. 

ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში, ისაუბრა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერებისა და სტრატეგიით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის მიზნით აუცილებელია ლაბორატორიების შექმნა და სტანდარტების სისტემის დანერგვა. ბატონი ვახტანგის განცადებით, სფეროს დასარეგულირებლად საჭიროა კოდექსი, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს და სავარაუდოდ 2011 წლის ბოლოსთვის წარედგინება პარლამენტს. დეპუტატების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ლაბორატორიების სტანდარტიზაციისა და მათი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხმა.

ბატონმა დავით კობერიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ისაუბრა სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის და საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ზომებისა და რეფორმების შესახებ. ასევე განიხილა საწარმოების კონტორლისა და მათი შემოწმების საკითხები. აღნიშნა, რომ 2010 წლის ივლისში ამოქმედდა სურსათის უვნებლობის კანონის შეჩერებული მუხლები და დაიწყო საწარმოების შემოწმებ, თუ რამდენად აკმაყოფილებენ საწარმოები ზოგად ჰიგიენურ ნორმებს. პროდუქციის მიხედვით ხდება კონტროლის მექანიზმების კლასიფიკაცია, მაგრამ ზოგად ჰიგიენურ ნორმებს ყველა საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს. 2011 წლის იანვრიდან დაიწყო საწარმოების გეგმიური შემოწმება. დავით კობერიძის განცხადებით გარდამავალი ერთი წელიწადი, რომლის დროსაც არ მოხდება საწარმოების დაჯარიმება, მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისათვის ასევე თავად სააგენტოსთვისაც. გასულ წელს შემოწმდა 51 კომპანია, ინსპექტირება განხორციელდა სფერობის მიხედვით და უპირატესობა მიენიჭა ხორცისა და თევზის მწარმოებლების შემოწმებას. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით საკანონმდებლო ბაზის კუთხით მათ პრობლემების არ ექმნებათ. 

დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რა სიახლეები და ცვლილებებია ვეტერინარიის სფეროში და რა მექანიზმებით ხდება ცხოველთა დაავადების კონტროლი. როგორც გაირკვა დაავადებათა კონტროლის კუთხით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 5 წლიანია.

მაჟორიტარებია მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ პარლამენტი მეტად იყოს ჩართული კოდექსის შემუშავების პროცესში. ამგვარად მოხდება ორივე მხარის ინფორმირება, კანონი რეალობას იქნება მორგებული და თავიდან აირიდებენ შემდგომში ცვლილებების შეტანას.

წყარო

თარიღი

06.07.2018