Logo

საბავშვო ბაღების დირექტორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

საბავშვო ბაღების დირექტორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე და სააგენტოს  თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დედაქალაქის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღების დირექტორებს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა  და  საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბაღების მართვის სააგენტოსთან, გაიცემა რეკომენდაციები, რათა ბაღების კვების ბლოკებში არსებული ვითარება, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათით მომარაგება, ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი და სხვა ნორმები  სრულად შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს. 

 

 

წყარო

თარიღი

06.07.2018