Logo

რა უნდა ვიცოდეთ HACCP-ის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ HACCP-ის შესახებ

HACCP-ის სისტემა საქართველოში და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დანერგვისას.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სისტემას, რომლის დანერგვა, საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულოა რძის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ნედლი რძის თერმულ (თბურ) დამუშავებას. HACCP-ის სისტემის დანერგვაში მეწარმეებს სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმარება (ტრენინგების და კონსულტაციების სახით). თუმცა, ბაზარზე არსებობენ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სისტემის დანერგვას საწარმოებში (მომსახურება ფასიანია). სახელმწიფოს მხრიდან ხდება HACCP-ის სისტემის საწარმოებში დანერგვის მონიტორინგი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს სურსათის უვნებლობაზე, მათ შორის რძის გადამამუშავებელ საწარმოებში. ინსპექტირება შეიძლება იყოს როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური.  ზოგადად, ბიზნესოპერატორის გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმის შესაბამისი ქულების დაჯამების შედეგად (ცხოველური პროდუქცია რათქმაუნდა უფრო მეთი კულა აქვს), თუმცა, იმ ბიზნესოპერატორის ინსპექტირება, რომელიც თერმულად ამუშავებს რძეს, ხორციელდება წელიწადში ორჯერ, რისკის დონის განსაზღვრის გარეშე. არაგეგმური ინსპექტირება კი ხორციელდება 2015 წლის No 533 დადგენილების თანახმად.

ინსპექტირებისას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ რიგი საკანონმდებლო დადგენილებებით. მათ შორის:

  1. „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №90;
  2. „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ ტექნიკური რეგლამენტები, დადგენილება №173;
  3. საქართველოს მთავრობის დადგენილება №581. სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ;
  4. რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, დადგენილება №152
  5. ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის ტექნიკური რეგლამენტი, დადგენილება №22
  6. „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, დადგენილება №639;
  7. სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, დადგენილება №567

ჩამოთვლილთაგან,  რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამნეტის (დადგენილება №152) მერვე მუხლის თანახმად:  “ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნედლი რძის თერმულ (თბურ) დამუშავებას,  ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა,   სურსათის/ცხოველის  საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსის შესაბამისად.” აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. ჰასპის სისტემის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს სურსათში არსებული რისკების მინიმიზაცია (100% უვნებელი სურსათი არ არსებობს).

სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეების უწევს კონსულტაციებს HACCP (“ჰასპის”) სისტემის დანერგვაზე. ცხელი ხაზი: 1501

რძის გადამამუშავებლებს აქვთ არჩევანი თავად მოახდინონ  HACCP-ის დანერგვა სახელმძღვანელოების, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ (ლინკები მოცემულია ქვემოთ) და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონსულტაციების დახმარებით, ან დაიქირაოს ექსპერტთა ჯგუფი. გადამამუშავებელმა საწარმომ საკონსულტაციო კომპანიისგან უნდა მოითხოვოს სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის შესააბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნებთან, რომელიც დაფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტით.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო კომპანიის მიერ სისტემის დანერგვის შემდეგ, მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა თანამშრომელთა მუდმივი დატრენინგება, რათა მათ გაითავისონ “ჰასპის” სისტემის აუცილებლობა უვნებელი სურსათის წარმოებისათვის და დანერგილმა სისტემამ იფუნქციონიროს გამართულად.

საქართველოს საწარმოებში ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:

  1. საწარმოში დეზინფექციის, დერატიზაციისა და დეზინსექციის ჩატარების სრულყოფილება (ხელშეკრულება, სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებების საკმარისი რაოდენობით მომარაგება, ჩატარებულისამუშაოებისა და ქიმიკატების გამოყენების აღრიცხვა);

images (2).jpg

      2. საწარმოს სათავსების იატაკის, კედლების, ჭერისა და კარების შესაბამისობა მოქმედ ნორმატიულ აქტებთან;

      3.სურსათის შენახვისა და მომზადების სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და კონტროლი;

      4.მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი და სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად და შესანახად განკუთვნილი      შენობის მიმართ;

      5.მოთხოვნები იმ საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობებისადმი, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან.

download.jpg

 

კონსულტანტი (საკონსულტაციო კომპანია) ვალდებულია გაითვალისწინოს მეწარმის მოთხოვნა პერსონალის სწავლების შესახებ (ხელშეკრულების ერთ ერთი პირობა).

რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაწეული რეკომნდაციების ხარისხის გადამოწმებას, შესრულებული სამუშაოების შემოწმება ხდება, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებისას.

თარიღი

04.07.2018