Logo

ლუდსახარში ზედაზენი ISO 22 000 სერტიფიკატის მფლობელია

ლუდსახარში  ზედაზენი ISO 22 000 სერტიფიკატის მფლობელია

სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანია“ ISO 22000 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი 2013 წლიდანაა.  შეგახსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებში, მწარმოებელი კომპანიისთვის სურსათის უვნებლობის შესატყვისი სტანდარტის – „ISO 22 000“ მინიჭება HACCP-ის სისტემას მოიცავს. 


„ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით დადგენილ მართვის თანამედროვე სისტემებს, რომლებიც იმის გარანტიაა, რომ ხარისხის მართვის ევროპულ გზას არ გადავუხვიოთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი, პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის გატარებაა“ -აცხადებს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.


მისივე თქმით, ეს არის სისტემა, რომელიც საფრთხეების ანალიზსა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას უკავშირდება. მისი დანერგვა მწარმოებელი კომპანიისთვის „ISO 22 000“- ის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მწარმოებელი კომპანია ვალდებულია, წარმოების ყველა ეტაპზე გააკონტროლოს თავისი პროდუქცია და პასუხისმგებელი იყოს ხარისხიანი პროდუქციის არა მხოლო გამოშვებაზე, არამედ მის დისტრიბუციასა და შემდგომ რეალიზაციაზეც.

 

 წყარო

თარიღი

03.07.2018