Logo

მანნამ სურსათის უვნებლობის სტანდარტი დანერგა

მანნამ სურსათის უვნებლობის სტანდარტი დანერგა

საქართველოში სამომხმარებლო ბაზარი საკმაოდ პატარაა, ამიტომ მწარმოებლები დაინტერესებული არიან მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზონ ადგილობრივ მომხარებელს და იზრუნონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებისთვის. ამისთვის მათ აქტიურად დაიწყეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ სწორედ ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული და ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული წარმოებაა მისი კონკურენტული უპირატესობის ერთ-ერთი გარანტი.

წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000 და HACCP-ის სტანდარტები.  ირაკლი ღურჭუმელია „მანნას“ დირექტორი გადაცემაში "საქმიანი დილა" საუბრობს სურსათის უვნებლობის სტანდარტის მნიშვნელობის, დანერგვის პროცესისს, იმ ბენეფიტებისა და უპირატესობების შესახებ, რომელსაც კომპანიას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობა აძლევს. 

კომპანია "მანნა"-ში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (ISO 22000) დანერგვა 2017 წელს დაიწყო "მენეჯმენტის სისტემების" მიერ და მისი სერტიფიცირება TUV SUD-ის აუდიტის შედეგად 2018 წლის იანვარში მოხდა.

 

 

თარიღი

15.02.2018