Logo

ბიზნეს დაჯილდოება

ბიზნეს დაჯილდოება

            საკონსულტაციო კომპანიამ „მენეჯმენტის სისტემები“ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ ბიზნეს რეიტინგების მე-20 საიუბილეო დაჯილდოებაზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილის ნომინაციაში გაიმარჯვა და საპატიო ჯილდო მოიპოვა.

            გრანდიუზული საზეიმო ცერემონიალი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართა. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. 

             ღონისძიებაზე ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

             რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს.  

თარიღი

10.12.2019