Logo

“ჩვენ ინიცირებული გვაქვს ახალი პროცესი, რომელიც სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას გულისხმობს”

“ჩვენ ინიცირებული გვაქვს ახალი პროცესი, რომელიც სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას გულისხმობს”

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოში გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი განხილვისთვის, დისკუსიისთვის, პარლამენტი ღიაა ამისთვის. ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ინტერესები. ჩვენი ამოცანა და მიზანია ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და რაც მთავარია, ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისა“,-განაცხადა კობახიძემ.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018