Logo

სურსათის ეროვნული სააგენტო - კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა პრიორიტეტული მიმართულებაა

სურსათის ეროვნული სააგენტო - კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა პრიორიტეტული მიმართულებაა

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა პრიორიტეტული მიმართულებაა, - ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი კვების ბლოკებში. შემოწმების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ არსებულ ძირითად მოთხოვნებზე, როგორებიცაა: ნედლეულის მიღება, სურსათის გადამუშავება, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://nfa.gov.ge/ge/informacia/informacia-biznes-operatorebistvis. სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის განხორციელების პროცესში და დარღვევების გამოვლენისას გასცემს კონკრეტულ მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

წყარო

თარიღი

06.07.2018