"სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის - ISO 22000 - ის მფლობელ კომპანიას საექსპორტო ბაზარზე პირველი კარი ღია აქვს", - ამის შესახებ გორის საკონსერვო ქარხნის "კულას" დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ ,,საქმიანი დილის“ ეთრში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია კულა უკვე დიდი ხანია ფლობს ამ სერთიფიკატს და ის კომპანიას, როგორც პროდუქციის ხარისხის კონტროლში, ასევე ექსპორტში ეხმარება.
"სურსათის უვნებლობის სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი- ISO 22000 საშუალებას გვაძლევს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპი გავაკონტროლოთ, ნედლეულის მიღებიდან, საბოლოო მომხმარებლამდე. შესაძლოა კომპანიაში იყოს შემთხვევა და რაიმე სახის დარღვევა გაიპაროს, ISO 22000 სისტემა გვეხმარება დროულად აღმოვაჩინოთ, თუ სად მოხდა ეს დარღვევა. როდესაც კომპანია ევროპის ბაზარზეა ორიენტირებული, მას არ აქვს ფუფუნება, რომ ესეთი შეცდომები დაუშვას, სწორედ ეს სერთიფიკატი ეხმარება მას შეცდომების დროულად აღმოფხვრაში“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.
"კულაში" ISO 22000 სისტემას კომპანია "მენეჯმენტ სისტემსი" თვეების განმავლობაში ნერგავდა, რომელიც გერმანული კომპანია TUV SUD -ის პარტნიორი საქართველოში.
"ამ კომპანიის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში ნერგავდნენ ჩვენს კომპანიაში ISO 22000 სისტემას. ეს სისტემა დაგვეხმარა იმაში, რომ უფრო დამაჯერებლად გავიდეთ ექსპორტზე. როდესაც ეს სერთიფიკატი გაქვს, პრაქტიკულად პირველი კარი ღიაა, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი: ჩვენი პროდუქცია ჯერ შიდა ლაბორატორიებში მოწმდება, შემდეგ კი როდესაც უცხოეთშიც ჩადის, იქაც ამოწმებენ" - განაცხადა ვანო გოგლიძემ.
კომპანია "კულას“ ISO სერთიფიკატები ყველა სახის პროდუქციის წარმოებაზე აქვს, როგორც ხილის წვენებზე, ჯემებზე, კომპოტებზე და მურაბებზე, ასევე ტყემლის საწებლებზე და ხორცისგან დამზადებულ პროდუქციაზე.
ყველა უფლება დაცულია