მენეჯმენტის სისტემების კონსულტანტები ესწრებოდნენ შეხვედრას, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
ბიზნეს სექტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დაინტერესებული კომპანიების ინფორმირება სურსათის ეტიკეტირების მოქმედ წესში (საქართველოს მთავრობის #301 დადგენილება) დაგეგმილი ცვილილებების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, რის შემდეგაც მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან ეტიკეტზე დაიტანონ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის, საკვები ღირებულებისა და შენახვის პირობების შესახებ. ბიზნეს სექტორი მთავრობის 301-ე დადგენილებას დროულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით როგორც მომხმარებლების, ისე მეწარმეების უფლებებიც დაცული იქნება.
თემის მასშტაბურობისა და ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომელთა ბიზნეს ოპერატორებს კანონის ამოქმედების შემდეგ მოუწევთ, უახლოეს მომავალში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართება სექტორული შეხვედრები სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა, რომელსაც 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გახსნეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.
ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
ყველა უფლება დაცულია