Logo

ISO სტანდარტი მიქსორში

ISO სტანდარტი მიქსორში

კომპანია მიქსორი 2008 წელს დაარსდა. თავდაპირველად მიქსორმა მდინარე ქსნის ნაპირიდან ქვიშისა და ღორღის მოპოვება დაიწყო, რასაც მოკლე ვადაში ავჭალაში ბეტონის თანამედროვე ქარხნის აშენება მოჰყვა. დაარსებიდან რამდენიმე თვეში, მიქსორს უკვე ჰქონდა უმაღლესი სტანდარტის ბეტონის ქარხანა, თანამედროვე ლაბორატორიითა და უახლესი მძიმე ტექნიკით.

მიქსორის უმთავრესი ამოცანა ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტისა და ხარისხის დამკვიდრებაა, ამისთვის ისინი მუდმივად მუშაობენ ბეტონის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.  კვალიფიციური ლაბორანტები მუდმივად ამოწმებენ წარმოებული ბეტონის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 

კომპანია მიქსორს აქვს საერთაშორისო ხარისხის მართვის (ISO) სერთიფიკატი სასაქონლო ბეტონის წარმოებასა და მიწოდებაზე, რომელსაც მუდმივად ანახლებს.

 

პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიქსორში მუდმივი პროცესია, რომელიც პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა კომპონენტისა და საბოლოო პროდუქტის ტესტირებას მოიცავს.

კომპანიის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში წამყვანი სპეციალისტები ადგენენ ყველა კომპონენტის (ცემენტი, ქვიშა, ღორღი, პლასტიფიკატორი) მახასიათებლებს და შემდეგ ბეტონის მინარევები ფორმულირდება, რომელიც ბეტონის მარკასა და ხარისხს განსაზღვრავს. 

მართალია, სწორად შერჩეული კომპონენტები წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, მიუხედავად ამისა, საბოლოო პროდუქციის ტესტირება ასევე თანაბარმნიშვნელოვანი პროცესია.

კუბებად დაყალიბებული ბეტონი იზომება კუმშვაზე (სიმტკიცეზე) და გარემო პირობების მიმართ გამძლეობაზე. მხოლოდ ყველა პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიშვება საცდელი ფორმულის სარეალიზაციო ბეტონის სახით წარმოება.

ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს მუდმივად განახლებადი ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი (ISO 9001:2008).

კომპანია მიქსორში "მენეჯემენტის სისტემების" საკონტულტაციო ჯფუფმა დანერგა ISO სტანდარტი. ხოლო სერტიფიცირება გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანო TUV SUD-მა განახორციელა. 

 

თარიღი

29.05.2018