სახლები კატებისა და ძაღლებისათვის, საწოლები შინაური ცხოველებისთვის, სათამაშოები ბრჭყალებისა და კბილების მოსაქლიბად – ეს ქართული კომპანია Georgian Products-ის პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ევროპაში საექსპორტოდ იგზავნება.
კომპანიის ქარხანა თბილისის გარეუბანში მდებარეობს და დაახლოებით 6000 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს. შინაური ცხოველების ავეჯის წარმოებისა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტირების იდეა დამფუძნებლებს 2014 წლის ივნისში გაუჩნდათ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირებას ხდის შესაძლებელს.
Georgian Products-ისა ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე სტუმრად გადაცემაში "საქმიანი დილა" ISO სტანდარტების და პროდუქტის ექსპორტირებისთვის მისი განსაკუთრებული როლის შესახებ საუბრობს.
ყველა უფლება დაცულია