HACCP-ის სისტემა საქართველოში და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დანერგვისას.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სისტემას, რომლის დანერგვა, საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულოა რძის პროდუქტების და თხილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის. HACCP-ის სისტემის დანერგვაში კომპანია „მენჯმენტის სისტემები“ ეხმარება კონსულტაციებისა და ტრენინგების სერვისებით.
სახელმწიფოს მხრიდან ხდება HACCP-ის სისტემის საწარმოებში დანერგვის მონიტორინგი. ინსპექტირება შეიძლება იყოს როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური. არაგეგმური ინსპექტირება კი ხორციელდება 2015 წლის No 533 დადგენილების თანახმად.
ინსპექტირებისას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ რიგი საკანონმდებლო დადგენილებებით. მათ შორის:
ჩამოთვლილთაგან, რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამნეტის (დადგენილება №152) მერვე მუხლის თანახმად: “ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნედლი რძის თერმულ (თბურ) დამუშავებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსის შესაბამისად.” აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. ჰასპის სისტემის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს სურსათში არსებული რისკების მინიმიზაცია (100% უვნებელი სურსათი არ არსებობს).
სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეების უწევს კონსულტაციებს HACCP (“ჰასპის”) სისტემის დანერგვაზე. ცხელი ხაზი: 1501
რძის გადამამუშავებლებს აქვთ არჩევანი თავად მოახდინონ HACCP-ის დანერგვა სახელმძღვანელოების, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ (ლინკები მოცემულია ქვემოთ) და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონსულტაციების დახმარებით, ან დაიქირაოს ექსპერტთა ჯგუფი. გადამამუშავებელმა საწარმომ საკონსულტაციო კომპანიისგან უნდა მოითხოვოს სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის შესააბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნებთან, რომელიც დაფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტით.
საქართველოს საწარმოებში ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
3. სურსათის შენახვისა და მომზადების სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
4. მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი და სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად და შესანახად განკუთვნილი შენობის მიმართ;
5. მოთხოვნები იმ საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობებისადმი, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების” მიერ სისტემის დანერგვის შემდეგ, მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა თანამშრომელთა მუდმივი დატრენინგება, რათა მათ გაითავისონ “ჰასპის” სისტემის აუცილებლობა უვნებელი სურსათის წარმოებისათვის და დანერგილმა სისტემამ იფუნქციონიროს გამართულად.
ყველა უფლება დაცულია