Logo

თხილის ექსპორტიორებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა

თხილის ექსპორტიორებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენში ცვილებები შეაქვს. კერძოდ,  ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას ახორციელებს, ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა დანერგოს. 

აღნიშნული ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.

 

საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს თხილის გადამამუშავებელ კომპანიებს HACCP-ის სისტემის დასანერგად.


თარიღი

16.01.2018