ISO-ს მოთხოვნების შესაბამისად ცესკოში ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგი საკონსულტაციო კომპანია ,,მენეჯმენტის სისტემებთან“ თანამშრომლობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ცესკოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ISO 9001:2015-ის შესახებ, ასევე აღნიშნული მიმართულებით დოკუმენტების სტრუქტურის, პროცესუალური მიდგომის, პროცესის მახასიათებლების, საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების მართვისა და სხვა საკითხების შესახებ.
ტრენინგი 22-24 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა ცესკოს აპარატის 37-მა თანამშრომელმა მიიღო.
ცესკომ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს. მას შემდეგ ცესკომ სამჯერ წარმატებით გაიარა ISO-ს სტანდარტთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს.
ყველა უფლება დაცულია