Logo

კომპანია ვოთერლენდის პრეზენტაცია

კომპანია ვოთერლენდის პრეზენტაცია

 

საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ სერტიფიცირებული კომპანია „ვოთერლენდის“ განახლებული საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, კომპანია მენეჯმენტის სისტემების პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და სამთავრობო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.  

კომპანია“ოთერლენდი“ ორი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე,  „წყალი გუდაურისა“ და ლიმონათი „ჯორჯიას“ ბრენდით მისი ასორტიმენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის პროდუქციით, მოკლე პერიოდში, კომპანიამ  შექმნა ოცდათხუთმეტი სხვადასხვა სახეობისა და შეფუთვის პროდუქტი, რომლებიც წარმატებით გადის ექსპორტზე ათზე მეტ ქვეყანაში. კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი და აქიტურად მიჰყვება მწვანე ბიზნესის პრინციპებს.

კომპანია მენეჯმენტის სისტემებმა საწარმოში ISO 22001 სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და შესაბამისი აღიარების სერტიფიკატის მოპოვების საშუალება მისცე. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა კომპანიას პროდუქტის საექსპორტო პოტენციალს ზრდის.

თარიღი

15.07.2022