საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემებმა“ ISO 45001:2016 სტანდარტი შპს „კაპაროლში“ დანერგა.
ISO 45001 წარმოადგენს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საერთაშრისო სტანდარტს, რომელიც მიმართულია პროფესიული დაავადებები და უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე მინიმუმამდე დაიყვანოს. აღნიშნული სტანდარტი დამსაქმებელს საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და იზრუნოს მის აღმოფხვრასა და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებაზე.
შპს „კაპაროლში“ ISO 45001:2016 სასერტიფიკაციო აუდიტი საერთაშორისო მასერტიფიცირებელმა ორგანო TUV SUD-მა განახორციელა და აღიარა დანერგილი სტანდარტის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ყველა უფლება დაცულია