ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (Quality Management System) ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლის საშუალებაა, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებული მიზნების მიღწევასთან. უფრო ფართოდ, იგი მოიცავს ორგანიზაციულ სტუქტურასთან ერთად დაგეგმვის, მიმდინარე პროცესების, რესურსებისა და დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციას რომლებიც გამოიყენება კომპანიის მიზნების მისაღწევად (მაგალითად, მომხმარებელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, პროდუქტის, ან სერვისის გასაუმჯობესებლად).
ISO 9001-ის მოთხოვნები ზოგადია და მიზანშეწონილია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მისი ტიპისა და ზომისა, ან იმ პროდუქციისა თუ სერვისისა, რომელსაც ის აწარმოებს.
ხარისხის მართვის სისტემების სტანდარტები არ უნდა აგვერიოს პროდუქტისა და მომსახურების სტანდარტებში. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტები გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს პროდუქტსა და მომსახურებას (განსაკუთრებით ISO 9001), ეს ეხება კარგი მენეჯმენტის პრაქტიკას და არა - კონკრეტულ პროდუქტს და/ან მომსახურებას.
პროდუქტის და მომსახურების სტანდარტების, ხარისხის მართვის სისტემების და ხარისხის გაუმჯობესების მიდგომის ყველა საშუალება, რომელსაც ISO მოიცავს მიმართულია მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ ხარისხის მართვის სისტემების დანერგვამ არ უნდა მოგვცეს შედეგად ზედმეტი ბიუროკრატია, „ქაღალდები“, ან ორგანიზაციის მუშაობის პროცესების მოქნილობის შემცირება. ასევე, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს ფინანსურ ტვირთს. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხარისხის დანერგვასა და შენარჩუნებასთან უნდა ჩაითვალოს ინვესტიციად, რომელიც დაბრუნდება ბენეფიტებისა და გაუმჯობესებული პროცესების ფორმით. ყველა ორგანიზაციას ასე თუ ისე, გააჩნია მართვის სტრუქტურა და ეს არის საფუძველი, რომელზეც შემდგომ აიგება ხარისხის მართვის სისტემა. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კომპანიაში უკვე შესრულებულია ISO 9001-ის ბევრი მოთხოვნა, მაგრამ არ არის ფორმალურად სისტემაში ჩამოყალიბებული.
ყველა უფლება დაცულია