Logo

მენეჯმენტის სისტემებმა ენგურჰესში სამი ტიპის ISO დანერგა

მენეჯმენტის სისტემებმა ენგურჰესში სამი ტიპის ISO დანერგა

კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ საკონსულტაციო ჯგუფმა შპს „ენგურჰესში“ხარისხის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემები დანერგა, რომლის შედეგადაც კომპანია საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი გახდა.

ISO 9001:2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), ISO 14001:2015 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018 (სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერთიფიკატები შპს „ენგურჰესს“ გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TÜV SÜD -ის საერთაშორისო აუდიტორების დასკვნის საფუძველზე მიენიჭა.

ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი შპს „ენგურჰესში“ 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

 

თარიღი

18.11.2020