Logo

ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის მიხედვით ადამიანური რესურსების მომზადება

ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის მიხედვით ადამიანური რესურსების მომზადება

საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ შპს „ენგურჯჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სისტემების (ISO 45001), ხარისხის მენეჯმენტის  (ISO 9001:2015) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების (ISO 14001) დანერგვისა  მიმართულებით. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია კომპანიების სამუშაო გარემოს, ბიზნეს პროცესების და ადამიანური რესურსების მომზადება შესაბამისი ISO სერტიფიკატების მოსაპოვებლად.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამუშაო პროცესის წარმართვისთვის. სწორედ ამ მიზნით 3 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გადამზადდნენ  შპს „ენგურჯჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ თანამშრომლები.

თარიღი

11.09.2019