საქართველოს მიმართ DCFTA-ს მოთხოვნებში საუბარია ISO სტანდარტების აუცილებლობაზე და აღნინულია, რომ საქართველო საჭირეობს სტანდარტების მასობრივ დანერგვას, რათ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.
სერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კომპანიების იმიჯს ზრდის და აუმჯობესებს ბიზნეს პროცესებს კომპანიის შიგნით. ISO სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ კომპანიებს გზა ეხსნებათ საერთაშორისო ბაზარზე.
ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ევროპაში ისინი ხარისხის სინონიმია. მაგალითად, ევროპელი მომხმარებლის თვალში, ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემები საწარმოო გარემოში) და ISO 14 001 (გარემოს დაცვის მართვის სისტემები საწარმოო გარემოში) არა მხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მათ მიერ ნაყიდი საქონელი აკმაყოფილებს ხარისხის და გარემოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.
საქართველოში ISO სტანდარტების დანერგვაში საკონსულატიო მომსახურების მიმართულებით პიონერია შპს „მენეჯმენტის სისტემები“, რომელიც 2005 წლიდან წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოების TUV TUD-ის ოფიციალურ პარტნიორს.
„მენეჯმნეტის სისტემების“ კონსულტირების შედეგად სერტიფიცირებული კომპანიების წარმომადგენლები - თამაზ დაუშვილი, კომპანია დიო დირექტორი და ედიშერ მამალაძე შპს საქკაბელის დირექტორი, საუბრობენ შემდეგი თემების შესახებ:
ყველა უფლება დაცულია