Logo

ავერსის კლინიკა პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სერთიფიკატი ISO-9001 მიენიჭა.

ავერსის კლინიკა პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სერთიფიკატი ISO-9001 მიენიჭა.

“ავერსის” კლინიკა პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერტიფიკატი მიენიჭა. 
5 ივნისს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ლეონიდ გარშკოვმა “ავერსის” კლინიკას ISO სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცა. როგორც კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არა მხოლოდ “ავერსის” კლინიკის გამარჯვებაა, არამედ თითოეული პაციენტის წინსვლა და სარგებელია, რადგან მათ ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გარანტირებულად შეუძლიათ მიიღონ “ავერსის” კლინიკაში:


_ “ჩემთვის, როგორც “ავერსის” კლინიკის დამფუძნებლისთვის მთავარია, მომხმარებელს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ “ავერსის” კლინიკაში მომსახურება მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. კლინიკამ სერტიფიცირების პროცესი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს რთული და შრომატევადი პროცესი გახლდათ. თითოეული თანამშრომლის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მიზანი მიღწეულია და დღეს, “ავერსის” კლინიკა ISO სერტიფიკატს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ყველა პროცესი _ როგორც სამედიცინო, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით _ სტანდარტიზებული, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი გახლავთ.  რა თქმა უნდა, საერთაშორისო აუდიტების მოწვევა თავად ორგანიზაციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, სერტიფიკატის აღება სავალდებულო არ გახლავთ, თუმცა “ავერსის” კლინიკამ ამ სტანდარტების დანერგვა გადაწყვიტა, რადგან ეს ჩვენთვის მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის, ეს არის გარანტი იმისა, რომ ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია მუდმივად გაგრძელდება. 
ISO არის არა წარსულის შეფასება ან ჯილდო დამსახურებისთვის,  არამედ სამომავლოდ გაცემული სერტიფიკატი. ის მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ ამ დაწესებულებაში მოსული პაციენტი მიიღებს მხოლოდ მსოფლიო დონის შესატყვის სამედიცინო მომსახურებას. ISO სერტიფიკატი არის, ერთის მხრივ, დიდი დაფასება და, მეორეს მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს _ ყოველწლიურად ხორციელდება როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმება _ აუდიტორები პერიოდულად სტუმრობენ კლინიკას და ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება კლინიკის მუშაობა დადგენილ სტანდარტებს. ამასთანავე, კლინიკამ სამ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირება უნდა გაიაროს _ შესაბამისად, კლინიკის თანამშრომლებს არ აქვთ ხარვეზის დაშვების უფლება, პირიქით ხარისხი მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს”. კომპანია “ავერსისთვის” ISO სტანდარტები სიახლე არ გახლავთ. “ავერსის” შვილობილ კომპანიას “ავერსი-რაციონალს” შესაბამისობის სერტიფიკატი გახსნიდან ერთ წელიწადში 2006 წელს მიენიჭა და დღემდე ამ ნიშას წარმატებით ინარჩუნებს, “ავერსისთვის” მიღებული გამოცდილება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან კლინიკაში ISO სტანდარტების დანერგვა ისეთივე მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, როგორიც თავის დროზე “ავერსი-რაციონალში”. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ავერსისთვის” ეს ორი განსხვავებული რგოლია, ორსავე სეგმენტში ISO- სერტიფიკატის ფლობა ბრენდის პრესტიჟსა და სანდოობაზე მეტყველებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ISO-სერტიფიკატი ევროპული ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი გახლავთ, თუმცა რას წამოადგენს თავად კომპანია TÜV SÜD, რას გულისხმობს ISO სერტიფიკატის ფლობა, რამდენად პრესტიჟული და სანდოა ეს ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე ხარისხის მაკონტროლებელ კომპანიად არის აღიარებული, ამ საკითხების შესახებ დაწვრილებით გერმანული ორგანიზაცია TÜV SÜD –ის რეგიონალური ოფისის  ხელმძღვანელი ლეონიდ გარშკოვი გვესაუბრება:_ ევროპის ხარისხის კონტროლის სისტემა განსხვავდება იმ მოდელისგან, რომელიც თქვენს ქვეყანაში საბჭოთა პერიოდში არსებობდა. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი პრინციპი ის არის, რომ ევროპაში აუდიტი, სერტიფიცირება და ხარისხის კონტროლი არა სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოხელეების, არამედ მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ ხორციელდება. ამ სტრუქტურის შექმნა და ამუშავება ბანალურმა აუცილებლობამ გამოიწვია _ დაცული უნდა ყოფილიყო ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესები, საზოგადოებისთვის კი თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო ხარისხის ნიშანი. დღეს მსოფლიოში შვიდი უმსხვილესი კომპანიაა რომელსაც ხარისხის კონტროლის და სერტიფიცირების უფლება აქვთ და ამ სფეროში ასწლოვან და მეტი ხნის გამოცდილებას ეფუძნებიან. ერთ-ერთი პირველი გახლავთ TÜV SÜD-ი, რომელიც გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი კომპანიაა და მისი ისტორია 150 წელს ითვლის. ეს სამსახური ბიზნესის და მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის შეიქმნა. 180-ზე მეტ ქვეყანაში ვმუშაობთ. სერტიფიკატები, რომელიც კი გაგვიცია ნახევარ მილიონზე მეტია. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ფირმები, რომლებიც ევროპის ბაზარზე აპირებენ შემოსვლას, თავად გვთხოვენ აუდიტსა და სერტიფიცირებას, რადგან ამ ეტაპის გავლის გარეშე მათთვის ევროპაში გზა ხსნილი არ იქნება. უნდა აღვნიშნო, რომ კონტროლი საკმაოდ მკაცრია და მოთხოვნებიც ადეკვატური, თუმცა კომპანიები, რომლებსაც ჩვენი სერტიფიკატი აქვთ მინიჭებული უმეტეს შემთხვევაში წარმატებით ინარჩუნებენ ნიშას. ISO სერტიფიკატი ხარისხის გარანტია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყველაფერი, რაც კი გერმანიაში იწარმოება, სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO სერტიფიკატით, წინააღმდეგშემთხვევაში მას მომხმარებელი ნაკლებად ენდობა.  გერმანული ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია კი მათთვის ნდობის საწინდარია. TÜV SÜD გერმანულ წარმოებას აკონტროლებს, ამიტომ გერმანული ხარისხი, მთელს მსოფლიოში ცნობილი და სანდოა. რაც შეეხება “ავერსის” კლინიკის სერტიფიცირებას, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტანდარტები აქაც არის ბაზისური: კადრები, აღჭურვილობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებაც კი...  5 წლის განმავლობაში “ავერსის” კლინიკა ეკლიან გზას თითქმის უშეცდომოდ გადიოდა. ჩვენ ლაფსუსები ვერ ვიპოვეთ _ “ავერსის” მოქმედება იყო ზუსტი, გამართული, სინქრონიზებული. “ავერსს” ჰქონდა მიზანი და დასახული მიზნისკენ მთელი კლინიკის გუნდი ერთიანად მიისწრაფოდა. საზოგადოდ, ევროპას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კვლავაც არც თუ სახარბიელო შთაბეჭდილება აქვს. უმეტესობის აზრით, აქ აქტუალურია პოლიტიკური თამაშები, ფულის გათეთრება, კორუფცია და არ გახლავთ პრიორიტეტული ბიზნესის ჯანსაღი განვითარება. თუმცა მე, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი პირველია შვიდ საერთაშორისო ხარისხის მაკონტროლებელ ორგანიზაციას შორის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანია “ავერსი” ევროპულ პრინციპებს სრულად იზიარებს. ვთვლი, რომ ამ კომპანიას აქვს დიდი პოტენცია იყოს საერთაშორისო სტანდარტების მატარებელი. ასე ვიტყოდი: გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ასეთ წარმატებულ და მიზანსწრაფულ ფირმებს, როგორიც ხართ თქვენ, გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს”. “ავერსის” კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველგვარი სერტიფიკატი თუ ჯილდო წარსულის შეფასება და დამსახურების აღნიშვნაა, ISO სერტიფიკატი კი “ავერსის” კლინიკისთვის არა მხოლოდ მაღალი შეფასება და დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც გახლავთ:_ რამდენიმე დღის წინდასრულდა აუდიტირების პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ, დასაბუთებულად დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ყველა პროცესი, რაც ხორციელდება ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისია. კლინიკამ ISO- 9001 ხარისხის სერტიფიკატი სამედიცინო და ლაბორატორიული სერვისებისთვის მიიღო. სერტიფიცირების პროცესი 2009 წელს დავიწყეთ, საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა განვვლეთ. თუმცა როცა ISO სერტიფიკატით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს მოირგებ და ამ ყოველივეს იმისთვის კი არ აკეთებ, რომ მხოლოდ სერტიფიკატი მიიღო, არამედ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდე, ყველაფერი უფრო გიადვილდება. სერტიფიკატის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს ხარისხის მუდმივი განვითარება-გაუმჯობესება და სწორედ ამ ამოცანაზე ვართ ორიენტირებულები. მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმები, მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად, მუდმივად იცვლება, “ავერსის” კლინიკის მიზანია შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს კიდეც ხარისხი. 2014 წლის ივნისში კვლავ გვესტუმრებიან აუდიტები და კვლავ შეაფასებენ კლინიკის მუშაობას. როგორც ცნობილია, რთულია რესერტიფიცირებაც, ამიტომ ამ პროცესისთვისაც სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კლინიკაში ყველა მიმდინარე პროცესი აღწერილი და დოკუმენტირებულია, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება შესაბამისად არის გაწერილი: კადრების შერჩევა, მათი მუდმივი გადამზადება _ უწყვეტი სწავლების პროცესი, აპარატურის შერჩევა, პერიოდული შემოწმება და კონტროლი...  მთავარი ჩვენთვის კვლავაც მომხმარებლის ინტერესებია და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რადგან თუ პაციენტი არ გახლავთ კმაყოფილი, ISO სერტიფიკატზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი მიზანია პაციენტს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. “ავერსის” კლინიკა გახსნის დღიდან პოპულარული და რეიტინგულია, რადგან აქ პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი პრიორიტეტი გახლავთ. ამ დამოკიდებულებისა და პრინციპების ერთგულება კი, კიდევ ერთხელ, ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეფასდა და კლინიკა დღეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ხარისხის კონტროლის ორგანიზაციის სერტიფიკატის მფლობელია. ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალ ექიმებს.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
 
წყაროhttps://aversiclinic.ge/news/44/aversis-klinika--pirveli-mravalprofiluri-klinikaa-saqartveloshi,-romelsac-saertashoriso-sertifikati-ISO-9001-mienicha

თარიღი

12.07.2018