შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით და ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის დაიწყო ტრენინგების ციკლი თემაზე: „ინსპექტირების ჩატარება მშენებლობაზე“.
ტრენინგის, რომელსაც უძღვება ILO-ს ექსპერტი ენდრიუ კრისტიანი, მიზანს წარმოადგენს შრომის ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება მშენებლობაზე ინსპექტორების ჩატარების კუთხით. კერძოდ, ტრენინგზე განიხილა შემდეგი საკითხები -ინსპექტირების დაგეგმვა მშენებლობის ციკლის, უსაფრთხოების კოორდინაციისა და დაგეგმარების გათვალისწინებით; მშენებლობის ინსპექტორების არსებული პოლიტიკა და სტანდარტები საქართველოში; საფრთხე და რისკი მშენებლობაზე.
ამასთან, ტრენინგების თემატიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ისეთი აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა უბედური შემთხვევები მშენებლობაზე.
განიხილება ფატალური შემთხვევების გამოძიების პროცედურა და გამომწვევი მიზეზების პრევენციის საშუალებები.
ტრენინგი ოთხდღიანია და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებასა და დისკუსიებს, ისე პრაქტიკის ნაწილს მიმდინარე მშენებლობებზე. გარდა ამისა, ტრენინგის მსვლელობაში ჩაერთვება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მშენებლობის ნორმებისა, უსაფრთხოების, ინსპექტირების პროცედურებისა და სანქციების თემების განსახილველად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ინსპექტირების დეპარტამენტის ჩამოყალიბების იდეიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართული მისი განვითარების პროცესში, რათა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელება კერძო სექტორში.
ყველა უფლება დაცულია