Logo

როდის გამკაცრდება შრომის უსაფრთხოება

როდის გამკაცრდება შრომის უსაფრთხოება

მსგავს ობიექტებზე ზედამხედველობის პროცესის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა დაიცვან.

პრეზიდენტი პროფკავშირებთან და სხვა ინტერეს-ჯგუფებთან კონსულტაციებს აანონსებს.  “ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყოს სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018