Logo

ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია

ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია

საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი „სრულად ინფორმირებულია“ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობებზეშრომით ურთიერთობებსა და შრომითიუფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემისშექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო“, - წერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 11 აპრილს გავრცელებულ წერილში.
წერილი, რომელსაც იოჰანეს ჰანი ევროკომისრების მარიანა ტისენის და სესილიამალმსტრომის სახელითაც აწერს ხელს, არის პასუხი ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 13 თებერვალს გაგზავნილი მიმართვისა, სადაც ისინი პარლამენტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამდნენ.
არასამთავრობოები წერდნენ მაშინ, რომ მთავრობის მიერ 2017 წლის ივნისში წარდგენილი და პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებული კანონპროექტი „სუსტია“ აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებსრაცდაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში, რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე“.
საპასუხოდ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა წერილში, რომ საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკაისევეროგორც „შრომისუსაფრთხოების შესახებ“ კანონისრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებსრომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობისდაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროშიეს უკანასკნელიუზრუნველყოფს ეფექტიანიპროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებასრომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნიანამდვილი და შემაკავებელი ეფექტი“.
შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორისღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეაღებული ვალდებულებებისშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოსკანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის დარღვევა“, - ნათქვამია წერილში.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნასრათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთადსაერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონეორგანოთა მიერ“.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018