საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი „სრულად ინფორმირებულია“ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ და „შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითიუფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემისშექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო“, - წერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 11 აპრილს გავრცელებულ წერილში.
წერილი, რომელსაც იოჰანეს ჰანი ევროკომისრების მარიანა ტისენის და სესილიამალმსტრომის სახელითაც აწერს ხელს, არის პასუხი ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 13 თებერვალს გაგზავნილი მიმართვისა, სადაც ისინი პარლამენტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამდნენ.
არასამთავრობოები წერდნენ მაშინ, რომ მთავრობის მიერ 2017 წლის ივნისში წარდგენილი და პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებული კანონპროექტი „სუსტია“ აღსრულების ნაწილში და „არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაცდაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში, რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე“.
საპასუხოდ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა წერილში, რომ „საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომისუსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობისდაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელიუზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნიანამდვილი და შემაკავებელი ეფექტი“.
„შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოსკანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის დარღვევა“, - ნათქვამია წერილში.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს და „განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონეორგანოთა მიერ“.
ყველა უფლება დაცულია