Logo

ნაცვლიშვილი: შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია

ნაცვლიშვილი: შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია

ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა. სანამ კანონი ძალაში შევა და სანამ ის შეძლებს სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვას, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების შედეგებს, თუმცა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინცადამაინც მაღალი მოლოდინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არ არსებობს. პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მან ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ

 წყარო

თარიღი

09.07.2018