Logo

კობახიძემ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა

კობახიძემ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც კობახიძე წერს, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.

"შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი,"- წერია განცხადებაში.

მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ. ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

"ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა დადასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიებისგაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურგანვითარებას,"- წერია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მთავრობა დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ თქვა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი 2017 წლის ბოლომდე უნდა მიეღოთ, თუმცა პირობა დაირღვა.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018