2015 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში(GEA) საკონსულტაციო კომპანია "მენეჯმენტის სისტემების" მიერ ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „სანიტარული-ჰიგიენის მოთხოვნები სურსათის წარმოების პერსონალისთვის - ISO/TS 22002.1“.
ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი ქ–ნი ნათელა ხურციძე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას პროდუქტის ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და მათი შესრულების ინსტრუქციების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სურსათის პირველადი დამუშავების და გადამამუშავებელი საწარმოების, სადისტრიბუციო, სასაწყობე-სამაცივრე ორგანიზაციების, რესტორნების, სასტუმროების, კვების ობიექტების, ჰიპერმარკეტების და მცირე სარეალიზაციო ქსელების სუფთა ზონაში მომუშავე თანამშრომლები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ მენეჯმენტის სისტემების (MS) სერთიფიკატები.
ყველა უფლება დაცულია