Logo

SCHUCHMANN WINES GEORGIA ქართულ ბალზამიკოს გამოუშვებს

SCHUCHMANN WINES GEORGIA ქართულ ბალზამიკოს გამოუშვებს

გასულ წელს ღვინის კომპანია Schuchmann Wines Georgia-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ISO 22 000 ხარისხის სერტიფიკატის მიღება იყო, – თემის დეტალებით “საქმიან დილასთან“ Schuchmann Wines Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა ისაუბრა.

-ქალბატონო ნუცა, რატომ დადგა დღის წესრიგში სურსათის უვნებლობის სტანდარტის დანერგვა?

-როდესაც ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გლობალურად გაზრდაზე ვსაუბრობთ, უპირველესად სტანდარტებს ვგულისხმობთ. კომპანიაში Schuchman Wines Georgia სულ რამდენიმე კვირაა ISO 22 000 ხარისხის სერტიფიკატი მივიღეთ, რომელიც HACCP-ის სტანდარტებზეა დაფუძნებული. HACCP-ი მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია და სანდოობის ნიშნად განიხილება. შესაბამისად, პროცესი საკამოდ გრძელი და რთულია და ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. სამწლიანი პროცესი მუდმივი აუდიტების და მონიტარული შემოწმების ეტაპებია, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩვენთვის.

-თქვენი ბრენდის საინტერსო პორტფელიდან გამომდინარე, რას გვეტყვით საექსპორტო გეგმებზე?

-ჩვენი წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე გაგვაქვს და ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ. ღვინის წარმოებაში აღნიშნული სერთიფიკატის არსებობა არც თუ ისე მნიშნელოვანია, რადგან იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ არსებობდეს, თუმცა, ეს ჩვენთვის ბარიერი და ხელისშემშლელი არასდროს ყოფილა. ჩვენს კომპანიას 10 წელი შეუსრულდა და ათი წლისთავზე გავაკეთეთ ასეთი სტანდარტიზაცია.

-ISO 22000 სტანდარტი ქვევრის ღვინოებზეც ვრცელდება?

-ქვევრის წარმოება HACCP-ის სტანდარტებში ცალსახად და იმ კოდექსში არ ზის, რომლითაც სისტემები ხელმძღვანელობენ. ამიტომ ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისად არსებული სტანდარტების მორგება ხდება. ამიტომაც, ჩვენს შემთხვევაში ქვევრის წარმოება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, სადაც ინდივიდუალური მიდგომა მოხდა და ის აღიარებული იქნება, როგორც ეროვნული წარმოება, რომელიც 8 000 წელს ითვლის და პროცესის შეფასებისას ისინი მიხვდნენ, რომ არის რაღაცეები, რასაც სტანდარტში ვერ მოაქცევ, მაგრამ უნიკალურია.

-რას განიხილავთ მიმდინარე წლის გეგმებში?

-ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს ახალ-ახალი პროდუქტი შევთავაზოთ. ამიტომ 2018 წლიდან ჩვენ „ქართული ძმარი“, ანუ ე.წ. “ბალზამიკო” გვექნება. ასევე ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას გავაგრძელებთ, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ორი პროდუქტი ძალიან საინტერესოა და გვინდა ისეთ დონეზე განვავითაროთ, რომ შემდეგ ექსპორტზეც გავიტანოთ.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018