2016 წლის 27 თებერვალს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „სანიტარული–ჰიგიენის მოთხოვნები სურსათის წარმოების პერსონალისთვის–ISO/TS 22002.1”, რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი ქ–ნი ნათელა ხურციძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ პირველადი დამუშავებისა და გადამამუშავებელი საწარმოების, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების, სასაწყობე–სამაცივრე ორგანიზაციების, რესტორნების, სასტუმროების, კვების ობიექტების, ჰოპერმარკეტებისა და მცირე სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ინფორმირება პროდუქტის ჰიგიენის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და მათი შესრულების ინსტრუქციების შესახებ. ტრენინგის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუფთა ზონაში მომუშავე თანამშრომლებისათვის, ვინაიდან ისინი გამოიმუშავებენ პროდუქტის დამზადების და მიწოდების ჰიგიენის საჭირო უნარ–ჩვევებს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ „მენეჯმენტის სისტემების“ სერტიფიკატები.
ყველა უფლება დაცულია