Logo

ტრენინგი - საბაზისო პროგრამები და HACCP-ის სისტემის სწავლება

ტრენინგი - საბაზისო პროგრამები და HACCP-ის სისტემის სწავლება

17 სექტემბერს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრისა და შპს „მენჯმენტის სისტემების“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „საბაზისო პროგრამები და HACCP-ის სისტემის სწავლება“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სუფთა ზონის პერსონალის მიერ პროდუქტის ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და მათი შესრულების ინსტრუქციების შესწავლა. ასევე, გამოიმუშავეს პროდუქტის წარმოების და მიწოდების ჰიგიენის საჭირო უნარ-ჩვევები სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, ტრენერი ნათელა ხურციძე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს და MS-ის სერტიფიკატები.

აღნიშნული სატრენინგო პროგრამა აქტუალურია, რადგან საქართველოს მთავრობის 25.06.2010 წლის №173 დადგენილებით განისაზღვრა სურსათის/ცხოველის, საკვების მწარმოებელის, საწარმოს/დისტრიბუტორის, ჰიგიენის ზოგადი წესი, რომელიც ადგენს ზოგადჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი.

 

თარიღი

18.10.2017