დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს.
,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა და არაერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების და რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე მოდის. საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ახალი, თანამედროვე ოფისები დაეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეფექტიანად განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ განაცხადა, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა - ეს, ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს. ,,რეგიონული სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შიდა ქართლში ბაზარზე არსებული მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას. დაეხმარებიან მოსახლეობას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის მიმართულებით”, - აღნიშნა ზაზა დოლიძემ.
გასული წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა - ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი დაემატა. ეს, კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.
შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში დასაქმდება 12 თანამშრომელი, მათ შორის 4 ინსპექტორი, 1 სურსათის სპეციალისტი, 2 ვეტერინარი და 2 ფიტოსანიტარი, ხოლო მთლიანად რეგიონში - 22 თანამშრომელი. გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურს 4 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.
ყველა უფლება დაცულია