Logo

აგროპროექტით დაფინანსებული საწარმოები სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტს ნერგავენ

აგროპროექტით დაფინანსებული საწარმოები სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტს ნერგავენ

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, USAID/(REAP) -ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში მდებარე საწარმოებს ესტუმრნენ და სტანდარტიზაციის პროცესს გაეცნენ.

სამუშაოები ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ის თანადაფინანსებას.

დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას; ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას.

სტანდარტიზაციის შედეგად გაიზრდება საწარმოების პოტენციალი და ხელი შეეწყობა წარმოების ეფექტიანობის ზრდას. მნიშვნელოვანია რომ საწარმოებში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა  ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 2014 წლიდან ხორციელდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 16 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო $ 4 084 518, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $ 5 001 982 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.

წყარო

თარიღი

06.07.2018