BRC Global Standards - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები
British Retail Consortium (BRC) - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი, რომელიც გამიზნულია მთლიან საერთაშორისო სასურსათო ჯაჭვში გამჭვირვალობის შესაქმნელად.
BRC - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტის პრინციპულ მოთხოვნებში შედის ორგანიზაციის მიერ რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, HACCP სისტემის გამოყენება და დანერგვა, დოკუმენტირებული და შედეგიანი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შექმნა, საწარმოო გარემოს სტანდარტების, პროდუქტის, პროცესების და პერსონალის კონტროლი.
BRC - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტთან შესაბამისობა ანიჭებს სურსათის მიმწოდებელს მნიშვნელოვან უპირატესობას. სტანდარტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალჯერადი აუდიტის თანმდევი გაურკვევლობა და შეფერხებები, აგრეთვე სხვადასხვა კლიენტისთვის ერთი და იგივე ინფორმაციის დუბლირების საჭიროება. სერტიფიკატი ადასტურებს ტექნიკურ კომპეტენტურობას და ეხმარება მწარმოებელს, ბრენდის მფლობელსა და საცალო მოვაჭრეებს შეასრულონ მათზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებები. აგრეთვე, სერტიფიკატი წარმოადგენს გარანტიას მომხმარებლისთვის, მიიღოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი.
BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი ძირითადად სჭირდება იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ რთულად შეღწევად დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, განურჩევლად მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ წარმოშობის ქვეყნისა.
ყველა უფლება დაცულია