ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მართვის სქემა
ISO 22000 არის სტანდარტი, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ადგენს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მიმართ, რაც მოიცავს ინტერაქტიულ კომუნიკაციას, სისტემის მენეჯმენტს, წინასწარ საბაზისო პროგრამებს და HACCP-ის პრინციპებს.
ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის არასაკვები პროდუქტების მწარმოებელ და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავება, მოწყობილობა-დანადგარების წარმოება და სატრანსპორტო კომპანიები. იგი წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - მართოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჯაროდ/ღიად განაცხადოთ ამის შესახებ.
ყველა უფლება დაცულია