Logo

კოდამ ხარისხის მართვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

კოდამ ხარისხის მართვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

 

მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორის წამყვანი კომპანია ბიზნესურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს ISO სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც მის კონკურენტულ უპირატესობაში აისახება. ISO 9000 სერიის, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები, წარმოადგენს ჩარჩო კონვენციას თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში კომერციული მიზნების ეფექტურად მიღწევისათვის.

კომპანია “კოდამ“ დანერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001 სტანდარტის მიხედვით HACCP-ის კონცეფციით, და დღემდე აგრძელებს ამ სისტემით მუშაობას. 2014 წლის 31 მაისს აღნიშნული სისტემების მიხედვით კომპანიას ისო (ISO) 9001 სერტიფიკატი მიენიჭა. სერტიფიცირება განხორციელდა გერმანული სასერტიფიკაციო კომანიის TUV SUD-ის მიერ და გამოავლინა კომპანიის საერთაშორისო სტანდარტთან სრული შესაბამისობა.

„კოდა“-ს მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ნიშნავს:

  • მრავალფეროვანი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის პროდუქციით და მომსახურებით ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას
  • სტაბილურობის, საიმედოობის და სანდოობის იმიჯის მოპოვებას კონკურენტუნარიან გარემოში წარმოების და მიწოდების სწორი დაგეგმვით, ინოვაციების მუდმივი დანერგვით და სრულყოფილი/მრავალფეროვანი სერვისით.
  • ლიდერი კომპანიის მოპოვებული იმიჯის შენარჩუნებას და გამყარებას როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობისათვის მომხმარებლის მოთხოვნილებისა და კმაყოფილების დონის მუდმივი შესწავლით
  • საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის პრინციპების სრულყოფილად ათვისებას და სწრაფვას მუდმივი გაუმჯობესებისაკენ.

თარიღი

03.07.2018