Logo

კულას სურსათის უვნებლობის სტანდარტები - ISO 22000

კულას სურსათის უვნებლობის სტანდარტები - ISO 22000

"გორის საკონსერვო ქარხანა კულა“ დღეს საქართველოში ყველასთვის ცნობილი ბრენდია.  ხილის წვენები, ნაირგვარი მურაბები, ჯემები, სალათები, კომპოტები, მარინადები, საწებელი, ტყემალი; ასევე ბიო, საბავშვო, დიაბეტური თუ სამარხვო კონსერვები - ეს „კულას“ მიერ წარმოებული პროდუქტის არასრული ჩამონათვალია.

კულამ დაფუძნებიდან სულ მცირე პერიოდში მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და გახდა ლიდერი საქართველოში ნატურალური წვენების წარმოებაში.

კულას მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სანდოობა რომ ეჭქვეშ არ დგება, არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე, ამის განმაპირობებელია სურსათის უვნებლობის სტანდარტის - ISO 22000  დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ISO 22000 დამადასტურებელი სერტიფიკატი „გორის საკონსერვო ქარხანას“ გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანო TUV SUD-მა მიანიჭა.

 

 

 

თარიღი

21.06.2018