"ავერსის კლინიკაში“ დანერგილი ISO სტანდარტების აუდიტირების პროცესი წარმატებით დასრულდა. „ავერსის კლინიკა“ ISO სერთიფიკატს 2013 წლიდან ფლობს, თუმცა გერმანელი ექსპერტების მიერ შემოწმებას ყოველწლიურად გადის.
"ყოველი სერტიფიცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თავიდან. დასაწყისში გარკვეულ დათმობაზე მოდის აუდიტის სამსახური, მაგრამ შემდგომ, როდესაც გამოცდილი ხარ, გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვთ. გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD აღიარებული ორგანოა, რომლის სახელიც ხარისხთან ასოცირდება.“ - განაცხადა "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობის დროს.
ყველა უფლება დაცულია