ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას ამჯერად განვიხილავთ „მაკნატუნას“ მაგალითზე, რომელიც სანიმუშოა დაფუძნებიდან დღემდე განვლილი გზის გათვალისწინებით.
შპს „მაკნატუნა“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის თავდაპირველ მიზანს მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი პროდუქტის ქართული ბაზრისთვის ახლებული გზით შეთავაზება და ამ სფეროში თავის დამკვიდრება წარმოადგენდა. შედეგმაც არ დააყოვნა, მომხმარებლის აშკარა მხარდაჭერითა და პერსონალის თავდაუზოგავი შრომით დაარსებიდან მესამე წელს ბრუნვა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა, ბრუნვის ზრდის პარალელურად იზრდებოდა მოთხოვნილება პროდუქტზე და თუკი თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ იმერეთისა და აჭარის რეგიონებისათვის იყო ხელმისაწვდომი, 2012 წელს თბილისში ოფისის გახსნით მაკნატუნამ მთელი საქართველო მოიცვა და ბაზრის ლიდერადაც იქცა. ცხადია, კომპანიის მატერიალური წინსვლა აისახებოდა მის ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
2011 წლის დასაწყისიდან უწყვეტად მიმდინარეობდა ქარხნის გადაიარაღება ახალი დანადგარების შემოტანითა და სადისტრიბუციო ავტოპარკის განახლებით. სწორედ კომპანიის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, 2012 წელს ახალი ქარხანა აშენდა.
კომპანიამ 2013 წელს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა დანერგა და ISO 9001:2008 სერტიფიკატი მოიპოვა, რომელსაც 2016 წლის ბოლომდე ინარჩუნებდა. 2016 წელი სიახლეებით აღმოჩნდა დატვირთული, “მაკნატუნა“-მ პროდუქციის ჩამონათვალს ახალი სახეობები, გარჩეული მოხალული და ნედლი მზესუმზირა შეჰმატა, ასევე, დაინერგა წარმოების ახალი, სიმინდის ბურბუშელას ხაზი, შეიქმნა ბრენდი „ბურბუ“. საწარმო შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. წლის წარმატებულ დასასრულად იქცა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ISO 22000:2005 -ის სერთიფიკატის მიღება.
ყველა უფლება დაცულია