Logo

ISO 22000 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სტანდარტი

ISO 22000 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სტანდარტი

სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000  ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლოს საქართველოში და საკმაოდ მოთხოვნადია მწარმოებლების მიერ. ISO 22000-ის მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს, ერთი მხრივ, საქართველოში ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნების დახვეწა და მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრის გამოწვევები.

კომპანია „ნუტრიმაქსი”, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა ISO 22000 სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი,  2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველებისთვის უმაღლესი ხარისხის საკვებს და მისი დანამატებს აწარმოებს. კერძოდ, პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტიანი ზრდისათვის.

„ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. ასევე, პროდუქტი ექსპორტზე გადის სასომხეთში.

ნუტრიმაქსის დირექტორი ბექა ბექაია და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი სალომე ლებანიძე "საქმიანი დილის" მაყურებელს უზიარებენ კომპანიის გამოცდილებას სურსათის უვნებლობის სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვების შესახებ.

თემები:

თარიღი

17.05.2018