Logo

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 270001

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 270001

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო აუდიტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი ხელმეორედ მოიპოვა.


ISO/IEC 270001:2013 ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელთან შესაბამისობის სერტიფიკატიც საქართველოში პირველად ეროვნულ ბანკს 2015 წელს, 3 წლის ვადით მიენიჭა.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და ხელახალი სერტიფიცირება ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის მარტში განხორციელდა საერთაშორისო ანგარიშსწორების და რეზერვების მართვისა და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების სერვისების მიმართულებით. აღნიშნული პროცესი და შედეგად მინიჭებული სერტიფიკატი ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება ISO/IEC 270001:2013 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე სერტიფიკატი გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ TUV SUD-მა გასცა, რომელიც საქართველოში საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ ოფიციალური პარტნიორია.


სწორედ „მენეჯმენტის სისტემებმა“ გაუწია ეროვნულ ბანკს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი გიორგი იაშვილი და საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ დირექტორი ელგუჯა მელაძე "საქმიან დილაში" თემის შესახებ:

თარიღი

19.04.2018