ხარისხის სტანდარტების დანერგვა თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან, ერთი მხრივ, ადგილობრივი მომხმარებელის მოთხოვნები იხვეწება, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრები ფართოვდება.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც 23 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. იგი პირველი ქართული კომპანიაა ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში, რომელმაც ISO სტანდარტი დანერგა და შესაბამისად ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო.
უმაღლესი დონის მომსახურებამ და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა განაპირობა, რომ „თეგეტა მოტორსი” პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, შემდეგ ISO 9001:2008, ხოლო დღეს უკვე ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია.
თეგეტა მოტორსში ISO 9001:2015 სტანდარტი კომპანია "მენეჯმენტის სისტემების" კონსულტაციების შედეგად დაინერგა, ხოლო სერტიფიცირება ევროპის წამყვანმა მასერტიფიცირებელმა ორგანო TUV SUD-მა განახორციელა.
"საქმიან დილაში" თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე ISO სტანდარტების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ორი ახალი სტანდარტის დანერგვას აანნონსებს. ესენია გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტი ISO 14001 და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001.
ყველა უფლება დაცულია