ქიმიურ-ბიოლოგიური და ვეტფარმაცევტული პრეპარატების საწარმო “ბიოტექსი“ 2013 წლიდან ფლობს ISO სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია TUV SUD-ს მიერაა აღიარებული. ბიოტექსში ISO 9001 სტანდარტი კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ საკონსულტაციო ჯგუფმა დანერგა.
კომპანია ბიოტექსის დირექტორის მოადგილე დავით კაზაროვმა სტუმრად გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა მათ საწარმოში ISO სერტიფიკატის მნიშვნელობის შესახებ.
- რას ნიშნავს ISO სტანდარტი კომპანიისთვის?
დავით კაზაროვი
- ISO საერთაშორიო სტანდარტი გვეხმარება, რომ უზრუნველვყოთ ხარისხის სტაბილურობა. პირველ რიგში, იგი მიმართულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია მოკვლევადობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ეტაპზე ზუსტად დავადგინოთ რა პროცესები ჰქონდა გავლილი მედიკამენტს წარმოების დროს - ვინ იყო მომწოდებელი, ვინ შეიმუშავა ტექნოლოგია და ა.შ.
- ISO სერტიფიკატის არსებობას რა სიახლეები შემოაქვს და რომელი გზები იხსნება თქვენს ბიზნესში?
- სპეციფიკიდან გამომდინარე მედიკამენტების ექსპორტზე გატანისთვის აუცილებელია, რომ წარმოება იყოს სერტიფიცირებული GMP-ის, ან ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად. ეს არის სავალდებულო მოთხოვნა, რომლის გარეშეც არ მოხდება პროდუქტის რეგისტრირება და შესაბამისად, ექსპორტზე გატანა.
- რომელი ბაზრებია ამ ეტაპზე თქვენთვის საინტერესო, ათვისებული, ან გეგმაში მყოფი?
- ჩვენი პროდუქცია გადის თურქმენეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში. მიმდინარეობს ჩვენი პროდუქტის რეგისტრირება უკრაინასა და რუსეთში. სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქტის ევროპაში გატანას, რისთვისაც აუცილებლად დაგვჭირდება GMP სტანდარტის სერტიფიკატი, ამიტომ უკვე დავიწყეთ საწარმოს მომზადება იმისათვის, რომ დავნერგოთ GMP - კარგი საწარმოო პრაქტიკა.
ყველა უფლება დაცულია