Logo

GMP სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხდება ფარმაცევტული საწარმოებისთვის

GMP სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხდება ფარმაცევტული საწარმოებისთვის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული  მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის სავალდებულოს ხდის და მისი კონტროლის მიზნით ინსპექციის ჩამოყალიბებასაც გეგმავს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება.

რას უზრუნველყოფს სტანდარტი, რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლების, კომპანიებისთვის, რა სჭიდება თავად ფარმაცევტულ საწარმოებს სტანდარტის დასაკმაყოფილებლად? ამ თემებზე ავერსი-რაციონალის გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ და ავერსი-რაციონალის ხარისხის დირექტორმა ნათელა ქარუხლიშვილმა „საქმიან დილაში“ ისაუბრეს.

- დაიწყოთ უმთავრესით, ის რაც სავალდებულო ხდება საქართველოში 2022 წლიდან, ცალკეულმა ქართულმა კომპანიებმა გაასწრეს დროში მოვლენებს და აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს. რა მნიშვნელობა აქვს ამ სტანდარტის არსებობას და მის დამკვიდრებას მომხმარებლისთვის?

მალხაზ კურტანიძე, ავერსი-რაციონალის გენერალურმა დირექტორი

- არ შემიძლია მადლობა არ გამოვთქვა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელმაც მიიღო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ დაინერგოს საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტი - კარგი საწარმოო პრაქტიკა. ჩვენ წარმოების დაწყების დღიდანვე ამ სტანდარტზე ავიღეთ ორიენტირი. სტანდარტი სწორად უნდა იყოს გაგებული მომხმარებლის მიერ, ვინაიდან ეს არის მსოფლიო გამოცდილების თავმოყრა, რომელიც ამარტივებს წარმოების მუშაობას და ამცირებს წარმოების ხარჯებს, გარდა ამისა, სტანდარტი შექმნილია იმისათვის, რომ წამლის ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი.

 - რატომ არის სამადლობელი მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება?

ჩვენს წარმოებაში 2006 წლიდან დანერგილია GMP სტანდარტი, ხოლო 2008 წლიდან გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV SUD-ის მიერ აღიარებულ სერტიფიკატს ვფლობთ. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ელგუჯა მელაძეს, ხოლო მთავრობის მიმართ მუდმივად გვქონდა თხოვნა, რომ დანერგილიყო ხარისხის კონტროლი საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ შესაძლებელია წელსვე მოხერხდეს მაკონტროლებელი ჯგუფის შექმნა აუდიტისთვის.

- რა უნდა შეამოწმონ და ვინ შეიძლება იყვნენ შემმოწმებლები? რა მოთხოვნებია სამინისტროს მიმართ ამ პროცესების დასანერგად?

ნათელა ქარუხლიშვილი, ავერსი-რაციონალის ხარისხის დირექტორი

- GMP სტანდარტი არის ძალიან საინტერესო. იგი მოითხოვს, უზრუნველყოფილი იყოს „რაღაც“, ხოლო როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეს უნდა კომპანიის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული ძალიან დიდ კომპეტენციასა და გამოცდილებაზე. უნდა დაადასტურო, რომ შენი გადაწყვეტილება არის სწორი. ინსპექტორისთვის მოთხოვნები არის ძალიან მაღალი. მას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია და გამოცდილება, რომ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება და მისი სისწორე. ამისთვის არსებობს სპეციალური მოსამზადებელი სკოლა ევროპაში, რომელიც ამზადებს აუდიტორებს და როგორც ვიცი, სწორედ ამ გზით იგეგმება ჩვენი ინსპექტორების მომზადება.

- გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ექსპორტისთვის ამ სტანდარტის არსებობა?

მალხაზ კურტანიძე, ავერსი-რაციონალის გენერალურმა დირექტორი

- ძალიან კარგი შეკითხვაა. ამისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ვინაიდან საექსპორტო ქვეყანას აქვს მოთხოვნა, რომ არა მხოლოდ წარმოებას ჰქონდეს სერტიფიკატი, არამედ თვითონ ქვეყანასაც გააჩნდეს საკუთარი ადგილობრივი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფო მოამზადებს ამ ინსპექტორებს, საქართველო უნდა გახდეს აკრედიტებული საერთაშორისო გაერთიანების მიერ და შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ცნობს ქართული წამლის ხარისხს. ჩვენთვის, ექსპორტირების თვალსაზრისით ძალიან ხელისშემშლელია ის ფაქტი, რომ არ არსებობს ადგილობრივი GMP-ის სტანდარტი. თუ ეს დაინერგება საექსპორტო ქვეყნების მხრიდან აღარ იქნება ეჭვი, რომ საქართველოში წარმოებული წამალი დაბალხარისხიანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტანდარტების დანერგვა აისახება ქვეყნის შემოსავლებზეც და ადგილობრივ მოსახლეობაზეც. როდესაც იზრდება ექსპორტი, იზრდება დამზადებული წამლების რაოდენობაც. რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია თვითღირებულებასთან. კერძოდ, რაც უფრო მეტს აწარმოებ, მით უფრო იაფი ჯდება მისი წარმოება და წამალი იაფდება.

- GMP სტანდარტის დანერგვა რა საექსპორტო შესაძლებლობებს აჩენს და რომელ ბაზრებს ხსნის?

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ სტანდარტის დანერგვა ყველანაირ საზღვრებს ხსნის. სტანდარტის თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარი იქნება გახსნილი და ექსპორტის თვალსაზრისით დანარჩენი დეტალები უკვე კომპანიაზეა დამოკიდებული, როგორ მოიპოვებენ პარტნიორებს და ა.შ.

 

 წყარო: www.bm.ge

 

თარიღი

15.03.2018