საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ხუთასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
კომპანია „ლიდერფუდი“ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს წარმოების პროცესში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, რათა მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზოს.
კომპანია „ლიდერფუდმა“ საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ მხარდაჭერით დანერგა სურსათის უვნებლობის სტანდარტი FSSC 22000. FSSC 22000 სქემის მიხედვით შეფასება და აუდიტები დაფუძნებულია პროცესებისადმი მიდგომაზე. შემფასებლები აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს ერთი პროცესი სხვა დანარჩენზე. აღნიშნული მიდგომის ფუნდამენტური მოთხოვნები წარმოადგენს შედეგიანი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის არსებობას.
FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში.
ამრიგად, კომპანია „ლიდერფუდში“ წარმოების პროცესი სრულიად მორგებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოთხოვნებზე.
ყველა უფლება დაცულია